23 აპრილი, 2018
შორენა ბეგაშვილს საყვარელმა მამაკაცმა ხელი სთხოვა (ფოტო)
მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ინსტაგრამზე დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მას ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი უკეთია და როგორც მეგობრები უწერენ, ბედნიერი თვალები აქვს.

შორენას ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააკვირვა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

"ჩემო გოგო", "შენც გათხოვდი", "რამე გამომრჩა?" - წერენ მსახიობს კომენტარებში.

"რეიტინგს" რამდენიმე თვის წინ, საინტერესო წყარომ აცნობა, რომ საყვარელი მამაკაცი აპირებს, შორენას ხელი სთხოვოს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბიზნესმენმა ირაკლი ნანაძემ შორენასთვის სპეციალური ბრილიანტის ბეჭედი უცხოელ იუველირებს დაუკვეთა და სწორედ ამ ბეჭდით აპირებდა ხელის თხოვნას საყვარელი
მანდილოსნისთვის.

არის თუ არა ეს ის ბეჭედი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შორენამ სოციალურ ქსელში უცნობ გოგონასთან მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობს პირადი ცხოვრების დანგრევით "დაემუქრა". მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ შეძლო. 

შორენა ბეგაშვილის მეგობარი მამაკაცი, ირაკლი ნანაძე უამრავი გოგონას სამიზნეა, მაგრამ ფაქტია, რომ წლები გადის და ის შორენას ერთგულია, ყველაზე სექსუალური ქალის დათმობა, შეყვარებული მამაკაცისთვის რთულია. 



Rating
ბეჭდვა