19 აპრილი, 2018
"ვის უბედავ მასხრად აგდებას შე დაჯღანულო" - ნიკა ლომიძემ კაბინეტში ნიკა გვარამიას ფოტო გაიკრა
ნიკა ლომიძე რამდენიმე თვის წინ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი გახდა. სწორედ ის მუშაობს არხის მეგა პროექტ "მხოლოდ ქართულზე" და აშკარაა, რომ ნიკა გვარამია მისით აღფრთოვანებულია.
როგორც ჩანს, არც ლომიძე არის გვარამიას უფროსობით უკმაყოფილო, მან საკუთარ კაბინეტში სამუშაო მაგიდასთან ნიკა გვარამიას ფოტო გაიკრა.

"ვის უბედავ მასხრად აგდებას შე დაჯღანულო Nika Lomidze" - ამ მინაწერით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტო ნიკა გვარამიამ.

"დიდებული კაბინეტი მომიწყია", - უპასუხა ნიკა ლომიძემ.

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 


Rating
ბეჭდვა