27 მარტი, 2018
ვინ არის პატარა ბიჭი, რომელიც ყველგან ლელა წურწუმიასთან ერთად დადის
მომღერალი ლელა წურწუმია მეუღლის, მამულიჩას გარეშე არსად ჩნდება. მისი ქმარი მისი პროდუსერიცაა და ბუნებრივია, წყვილს ოჯახის გარდა, საქმეც აერთიანებს, ამიტომ მათი ყველგან ერთად გამოჩენა არავის უკვირს.

თუმცა, ბოლო დროს, ქართული ესტრადის დივა, ქმრის გარდა კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ჩნდება. ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი სანდრო წურწუმიაა.

სანდრო წურწუმია ლელა წურწუმიას უფროსი დის, ხათუნა წურწუმიას ვაჟია. სანდრო ხათუნა წურწუმიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

წურწუმიას თინეიჯერი დისშვილი ისეთი სიმპატიურია, თითქმის ნებისმიერი თინეიჯერის გულთამპყრობელია.

ლელა წურწუმია უფროსი დისშვილის აღზრდაში თავიდანვე აქტიურად
იყო ჩართული. პატარა სანდრო ლელამ კლიპშიც კი გადაიღო, რომელიც მისი მეგობრის, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ხსოვნას მიუძღვნა.

მომღერალს ორი დისშვილი ჰყავს. 

Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
ბეჭდვა