20 თებერვალი, 2018
ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს
რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 

კვირიკაძესთან ერთად ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შვედეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან.

„მძევლები“ დიდ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. 

იხილეთ ვიდეო:
ბეჭდვა