16 თებერვალი, 2018
ნინიკო ნაცარიშვილმა თურქი შეყვარებული გამოაჩინა - ნახეთ, როგორ საჩუქრებს უგზავნის მას შეყვარებული
ნინიკო ნაცარიშვილი გასულ ზაფხულს მთელმა საქართველომ გაიცნო. 18 წლის ბათუმელი გოგონა ლევან ჯიბღაშვილზე აპირებდა გათხოვებას, მაგრამ წყვილი დაშორდა და მათ მიმართ ინტერესი დღემდე არსებობს.

ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ნინიკოს ღალატი გახდა. დაშორების რეალური მიზეზი ცნობილი დღემდე არ არის.

ეული და მარტოსული ლევან ჯიბღაშვილი, რისი ლევან ჯიბღაშვილია? მან ნინიკო ნაცარიშვილის შემცვლელი მალე იპოვა და პირველ სიყვარულს, სალი სულხანიშვილს შეურიგდა. ჯიბღაშვილმა ახალი საცოლე საზოგადოებას საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა.

წყვილი სამოგზაუროდაც იმყოფებოდა.

ლევანის ახალი სიყვარულის ბრალია თუ არა,
არავინ იცის, მაგრამ ნაცარიშვილმა ინსტაგრამზე უცნობი მამაკაცის ფოტო დადო, რომელიც სავარაუდოდ მისი შეყვარებულია.

ახალგაზრდა მამაკაცს ფოტოზე სახე დაფარული აქვს. ალბათ ეშინია, ამ სიყვარულსაც თვალი არ ეცეს. 

შეგახსენებთ, ჯიბღაშვილისა და ნაცარიშვილის დაშორებისას, გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმელ გოგონას თურქი ბიზნესმენი უყვარდა. არის თუ არა ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი ის თურქი ბიზნესმენი, უცნობია. 

Rating
Rating
Rating
ბეჭდვა