12 თებერვალი, 2018
ექსკლუზივი: ყველაზე ლამაზი ქართველი ტელეწამყვანი დათა ახალაიას ცოლისძმას გაუმიჯნურდა (ექსკლუზიური ფოტოები)
"მოამბის" წამყვანი მარიამ ვაშაძე გამოჩენისთანავე მოექცა ხალხის ყურადღების ცენტრში. ამბობენ, ლამაზი და ჭკვიანი, მითუმეტეს ქერათმიანი ქალი იშვიათობაა, მარიამი კი ამ მითს ნამდვილად ამსხვრევს.

მარიამ ვაშაძეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, პოპულარობის მიუხედავად, ახალგაზრდა ტელეწამყვანის პირადი ცხოვრების შესახებ, ჭორები არასდროს გავრცელებულა.

Rating

"მერსედესის მოდის კვირეულზე", "რეიტინგის" ჟურნალისტმა, მარიამ ვაშაძე ვანიკო ბენიძესთან ერთად დააფიქსირა. ვანიკო ბენიძე თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი და უსიმპატიურესი სასიძოა. მამა ბიზნესმენი დავით ბენიძე გახლავთ. ვანიკო საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ, მისი დის ანი ბენიძის გათხოვების შემდეგ მოექცა. მისი
და, კუდ-ის მაღალჩინოსანის, დათა ახალაიას მეუღლეა.

ჩვენი ჟურნალისტის თვალს, მარიამისა და ვანიკოს ურთიერთობა არ გამოპარვია. ინფორმაცია თავად მარიამთან გადავამოწმეთ, მაგრამ მან ამ ინფორმაციაზე პასუხი არ გაგვცა.

Rating

ამის შემდეგ, მარიამისა და ვანიკოს წყვილს აქტიურად ვადევნებდით თვალს. როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას არ მალავს, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ყველგან ერთად დადიან. ერთად ვარჯიშობენ, ერთად ისვენებენ და ერთად ერთობიან.
ერთმანეთის რომანტიკულ ფოტოებს ვანიკო და მარიამი ინსტაგრამის სთორებშიც აქვეყნებენ.

როგორც ჩანს, ვანიკოს არჩევანი ოჯახსაც მოსწონს.

რამდენიმე დღის წინ, ანი ბენიძემ ინსტაგრამზე ოჯახური ვახშმის სთორები გამოაქვეყნა, სადაც მარიამ ვაშაძე, ვანიკოს მშობლებთან ერთად არის გადაღებული.

როდის დაქორწინდება ბენიძისა და ვაშაძის წყვილი უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ქორწილამდე დიდი დრო არ არის.

Rating
RatingRating
ბეჭდვა