03 იანვარი, 2018
სად შეხვდნენ 2018 წელს ცნობილი ადამიანები
ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც ყველა ადამიანი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება.

როგორ შეხვდნენ 2018 წლის დადგომას ცნობილი ადამიანები ამას სტატიიდან შეიტყობთ.

Rating

ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ახალ წელს აჭარაში შეხვდნენ, მათ თბილისში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებზე უარი თქვეს და გაემგზავრნენ ზღვისპირა რეგიონში, სადაც რამდენიმე კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ნინი და თაკო, 2018 წლის შემობრძანებას, არც მეტი არც ნაკლები ფოთის გზაზე შეხვდნენ.

Rating

მოდელი ნინი ზარქუა და ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი სამი მცირეწლოვანი პატარას მშობლები არიან. წყვილმა ახალი წლის ღამეს, ბავშვებს დაუვიწყარი
სიურპრიზი მოუწყვეს. ახალი წლის დადგომამდე, ცოტა ხნით ადრე, პატარებს ესტუმრა თოვლის ბაბუა, რომელმაც ბავშვებს საოცნებო საჩუქრები მიუტანა.

Rating

ოჯახურ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ახალი წლის ღამე მათ თავიანთ შვილებთან ერთად, სახლში გაატარეს და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

Rating

Rating
გასული 2017 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსკა მაყაშვილისთვის. ის პირველი შვილის დედა გახდა. რუსკას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი ილია შეეძინათ. მას მშობლები მარტო არასდროს ტოვებენ. რუსკა 2018 წლის დადგომას შეხვდა ფილარმონიის სცენაზე, სადაც „ნიჭიერის“ ფინალისტი გამოავლინეს. შემდეგ კი გართობაზე უარი თქვა და პატარა ილიასთან ერთად, ოჯახურ ატმოსფეროში ყოფნა არჩია.

Rating

რუსეთში შეხვდა ახალ წელს მსახიობი ია ფარულავა. ია მოსკოვში მეგობრების სანახავად ჩავიდა და როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, ყველაზე მეტად ღამის მოსკოვმა მოხიბლა.

Rating

ახალ წელს სახლში შეხვდა ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. მან 2018 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელში ორსულობის ტესტის ფოტო დადო და ახალი ამბით თაყვანისმცემლებიც გაახარა. ნუკიმ სწორედ ახალი წლის ღამეს გაიგო, რომ 2018 წელს დედა გახდება.


ბეჭდვა