05 აპრილი, 2021
"კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან და ეს ძალიან არ მომწონს...." - მაია ასათიანი
გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პირველად გავიდა გადაცემა "ნოესთან", სადაც წამყვან ნოე სულაბერიძეს სტუმრად "რუსთავი 2"-დან წამოსული მაია ასათიანი ჰყავდა. ტელეწამყვანმა მისი ცხოვრების ბევრ მონაკვეთზე ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ბოლო დროს გადატანილი ტარგიკული მოვლენების შემდეგ ძალიან განიცდის და არ მოსწონს რომ სიკვდილთან ასოცირდება.

მაია ასათიანი წიგნზე რომელიც ცოტა ხნის წინ დაწერა, ამბობს:

"ყველაზე რთული იყო ბოლო თავის დაწერა, რომელიც ნუცაზეა და მქონდა დიდი პაუზა. წიგნში 25 თავია, 24 მქონდა დაწერილი. წერის შეწყვეტიდან 1 წლის
შემდეგ მივედი კომპიუტერთან. მახსოვს აივანზე ვიჯექი, დავიწყე წერა და გავედი ბოლოში.
თერაპიაა ერთგვარი, როგორც ამბობენ, ჩემი ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ტრაგიკული დღე როცა გამოვიდა ჩემგან, ცოტა გათავისუფლება მომცა, თუმცა, ამის დაწერა ემოციურად რთული იყო.

კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან და ეს ძალიან არ მომწონს. სადაც უნდა მივიდე, ძალაუნებურად საუბარი ტრაგედიასთან მიდის, რასთანაც დაკავშირებული ვარ. ასეთ დროს ნებისმიერი აზრი დამთრგუნავია – დადებითიც და უარყოფითიც. მაგრამ წიგნი სიცოცხლეზეა, გადარჩენაზეა, წიგნი იმაზეა, რომ ერთხელ შეიძლება მოკვდე და მერე ადგე და იცოცხლო, ამიტომ ჰქვია, "სიცოცხლე 25-ჯერ წამში", – ამბობს ასათიანი გადაცემაში.



ბეჭდვა