25 იანვარი, 2021
"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე..." - რა დაემართა მარი ნაკანს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კატებზე ალერგია აქვს, თუმცა მათი გაჩუქება უჭირს. ნაკანი მეგობრებს სთხოვს რჩევას და დახმარებას.

"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.

ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს... არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ
შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე. ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია, რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილის წინ ანტიჰისტამინის დალევა.

უკვე შევჯექი ამ წამლებზე. ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს. ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა... მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკას.

ვიფიქრე გავაჩუქებ-თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ, რომ ეცოდებათ ისინი... თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად. მაგრამ თან ვხვდები, რომ ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით. ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია, იმუნური სისტემა არ
დამინგრიოს.

არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?" - წერს ნაკანი.
ბეჭდვა