"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს" - წერს კალაძე.
ცნობისთვის, ნუგზარ და ომარ ალუაშვილები ფოტო სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი აფრიკის დასახლებაში გამოჩნდნენ, სადაც დემონტაჟი განხორციელდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟის დროს მათი საცხოვრებელი
დღის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალუაშვილების ოჯახისთვის ბინა ეჩუქებინა.