18 თებერვალი, 2020
ვინ არის მაკა ასათიანის მძახალი ქალი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის რექტორია
ულამაზესი მაკა ასათიანი, რომელიც ქართველი ქალის სილამაზის ეტალონია, უკვე წლებია, რაც შვეიცარიაში ცხოვრობს. მერაბ ჟორდანიასთან დაშორების შემდეგ, მეორედ არჩილ გოგელიაზე გათხოვდა და საქართველო დატოვა. დიზაინერი საქმიანობას ევროპაში აგრძელებს და ორი ქორწინებიდან სამ ვაჟს ზრდის.

Rating

მაკას უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია ორი წლის წინ, ულამაზეს თბილისელ გოგონაზე, ნანიკო კლდიაშვილზე დაქორწინდა. წყვილი მაშინვე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა, ასათიანის ოჯახი დიდი ხანია, რაც ინტერვიუებისგან თავს იკავებს.

Rating
Rating
ნანიკო ახლა ორსულადაა და შვილის მოლოდინშია. მალე ასათიანი ბებია გახდება. მანამდე კი
გაგაცნობთ ნანიკოს დედას, რომელიც ცნობილი უნივერსიტეტის „ჯიპას“ რექტორია.

Rating

მაკა იოსელიანის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის უკვე რვა წელია, რაც უნივერსიტეტის რექტორია. უნივერისტეტში მოღვაწეობამდე კი მუშაობდა დიპლომატიურ მისიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას ნანიკოს გარდა კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი, რომელიც დას ძალიან ჰგავს. ლიკუნა დედის უნივერსიტეტის სტუდენტია და ბოლო დროს ბედი უნივერსიტეტის თეატრის დასშიც სცადა.

Rating

ნანიკო კი მეუღლესთან ერთად დიდ დროს პარიზსა და მოგზაურობაში ატარებს. მისი მუცლის ზომიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მაკა ასათიანი და მაკა იოსელიანი მალე ბებიები გახდებიან.

RatingRating

ბეჭდვა