21 ნოემბერი, 2019
"რა ფასი აქვს იმ ადამიანის სიტყვებს, ვინც არაფერს აკეთებს" - თინა კანდელაკი სააკაშვილს მიმართავს
უკრაინის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი კომენტარს აკეთებს:

”ახლა ერთი მსახიობის ცირკი სტრასბურგში გადაინაცვლებს, რათა ამით მან დაიცვას თავისი უფლებები, მაგრამ რა ფასი აქვს იმ ადამიანის სიტყვებს, ვინც 2013 წლიდან არაფერს აკეთებს სასაუბროდ, თუმცა ამ ენაზე ლაპარაკობს?.

სააკაშვილი ქვეყანაში თავდაპირველად იქცა იმ ადამიანად, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, შემდეგ კი იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ “მიშას დეპორტაცია” კანონიერი გახდა. სადაც თქვენ არ ხართ,
იქ კარგია, მიხაილ ნიკოლოზოვიჩ, კარგია იქ, სადაც არ ხარ”, - აღნიშნა თინა კანდელაკმა.
ბეჭდვა