22 აგვისტო, 2019
„თავისუფლება არ იყიდება“ – „რუსთავი 2“ „შაბათის სხვა შუადღის“ წამყვანებმაც დატოვეს
დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა და ლაშა ბუღაძემ „შაბათის სხვა შუადღე“ დატოვეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია:

„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც
ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება“.
ბეჭდვა