30 მაისი, 2019
როგორ გამოიყურება მაგდა პაპიძე, რომელიც სასამართლოს შემდეგ საჯაროდ აღარავის უნახავს
მაგდა პაპიძე ქართველი პატიმარია. ის სასჯელს ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით იხდის.

Rating

მაგდა პაპიძე ერთი თვის წინ, ციხის დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
დღეს "პრაიმ ტაიმმა" ექსკლუზიური ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავს ის ბადრაგს ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე.



მაგდა პაპიძეს ციხეში იმიჯი შეუცვლია, კადრებში ჩანს, რომ მან თმა წითლად შეიღება. მაგდა დაკავებისას ქერათმიანი იყო. 

Rating
Rating

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და
მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Rating

ბეჭდვა