26 მარტი, 2019
რას საქმიანობენ გიგი უგულავას უფროსი ქალიშვილები
გიგი უგულავას პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ოდითგანვე საინტერესოა, ის ორჯერ იყო დაქორწინებული.
მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ, რომელსაც წლების წინ დაშორდა და ლელა კილაძეზე იქორწინა, თუმცა ის ახლა თავისუფალი მამაკაცია, რომელსაც ორი ოჯახი აქვს დანგრეული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში არავინ იცის.

Rating

გიგი უგულავას მეორე ოჯახი პატიმრობისას დაენგრა, მაშინ როცა ქალაქის ყოფილი მერი, სასჯელს იხდიდა ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა.

გიგის და ლელას საერთო შვილიც ჰყავს. პატარა ალექსანდრე, რომელიც ნიუტონის სკოლაში სწავლობს, ის ხან
დედასთან არის, ხან მამასთან.

Rating

გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს. ტასო და თინა უგულავები. გოგონები მამის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.

Rating

ტასო უგულავა 2000 წელს დაიბადა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როცა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა.

Rating

გასულ კვირას, "ნანუკას შოუში" გიგი უგულავას წერილი აჩვენეს, რომელიც მან შვილებს ციხიდან გაუგზავნა.

წერილი ძალიან ემოციური აღმოჩნდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Rating

"რეიტინგი" დაინტერესდა, რას საქმიანობენ უგულავას უფროსი ქალიშვილები. ქალაქის ყოფილი მერის უმცროსი ქალიშვილი, თინა უგულავა მეექვსე საავტორო სკოლაში სწავლობს. ამავე სკოლის მოსწავლე იყო, მისი უფროსი ქალიშვილიც ტასო უგულავა.
ტასომ სწავლა გასულ წელს დაამთავრა და ახლა საფრანგეთში სწავლობს. ის კინოხელოვნებით არის გატაცებული და პროფესიიც ამ მიმართულებით შეარჩია.

Rating

გოგონებს, ძალიან უყვართ სპორტი და კარგად დგანან თხილამურებზე.

ტასოს და თინას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედის, თაკო ცაგურიას მეუღლესთან. რასაც მათ მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.

Rating

ტასო და თინა ყოველთვის ცდილობენ ჩრდილში იყვნენ და ცნობილი მამის შვილობის აფიშირებას არსად ახდენენ. 

RatingRating
RatingRatingRatingRating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
niko
აფიშირება რას უნდა გაუკეთონ?მამამის?თუ როგორ მიატოვეს ცოლებმა?
12:41 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ketii
გმერტმა გაუზარდოს ლამაზი სჰვილები კავს პატარა კალისჰვილი დზალიან გავს დალოცვილები კოპილიკვნენ და ცარმატებები კონებოდეტ
12:23 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS