03 დეკემბერი, 2018
"ბოლო დღეებია ვიძინებ მშვიდად" - რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ნინი ქარსელაძეს ცხოვრება
ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. მისი შესრულებით მაყურებელს ყველაზე კარგად ახსოვს 2000-იანი წლების ჰიტი "გული ელოდება", რომელსაც ჯგუფ " ქუჩის ბიჭებთან" ერთად მღეროდა.

სიმღერა კვლავ პოპულარულია, აქტუალობას არც მისი შემსრულებლები კარგავენ. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნინი ქარსელაძე მოექცა. როგორც თავად ამბობს, ამჯერად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სოციალურ
ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა.




აგრესია გამოიწვია აღნიშნული სიმღერის სალომე ზურაბიშვილისადმი მიძღვნილ აქციაზე შესრულებამაც. "მთელი ბავშვობა ტყუილში გვიცხოვრია", - წერდნენ ფეისბუქმომხმარებლები.


ჯგუფმა და ნინიმ სიმღერა "გული
ელოდება" 2017 წელსაც ერთ-ერთ კონცერტზე იმღერეს და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.



"ბოლო დღეებია ვიძინებ ძალიან მშვიდად და ტკბილად. მე კიდევ არ მცოდნია, როგორ ჰყვარებია ეს სიმღერა ჩვენს მაყურებელს", - აღნიშნა მაშინ ნინიმ. განაგრძეთ კითხვა:
ბეჭდვა