20 ნოემბერი, 2018
გიორგი ჩაკვეტაძის გზა ბავშვობიდან ფეხბურთის ვარსკვლავობამდე (ვიდეო)
ლატვიის ნაკრების კარში გატანილმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული ღირსეულად დაიმსახურა.

გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლის ავტორი, რომელიც ლატვიის კარში გატანილ გოლს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ "Sportall.ge"-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრება:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე სიარული გიორგიმ?
- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს,
რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

Sportall.Ge

- სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი იყო?

- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა, საბოლოოდ, უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს. განაგრძეთ კითხვა:


ბეჭდვა