20 ივლისი, 2018
ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."
თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს მშობ­ლე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში შვი­ლებს სულ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი უჩ­ნდე­ბათ, ჰყავთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სწავ­ლას ხში­რად გულს ვე­ღარ უდე­ბენ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თე­ბიც სა­ღა­მოს ცხრი­დან 12 სა­ა­თამ­დე იწევს... ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი მშობ­ლის­თვის ხში­რად რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. AMBEBI.GE დაუკავშირდა ცნო­ბილ დე­დებს, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯერ შვი­ლებს ზრდი­ან.

კრის­ტი ყიფ­ში­ძის და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მუც­ლად ყოფ­ნი­დან­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. კრის­ტი ორ­სუ­ლად იყო, როცა პო­დი­უმ­ზე გა­მო­ვი­და. ნა­ტა­ლია ახლა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­შია და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა.

"ნა­ტა­ლია თი­ნე­ი­ჯე­რია და მო­გეხ­სე­ნე­ბათ,
ეს რთუ­ლი ასა­კია, რო­გორც ბავ­შვის­თვის ასე­ვე მშობ­ლის­თვის. ფსი­ქო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ჩე­მე­ბუ­რი მიდ­გო­მა მაქვს.

ნა­ტა­ლი­ას ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თი აქვს. შე­უძ­ლია, ყო­ველ­დღე წა­ვი­დეს გა­სარ­თო­ბად, რა­ზეც მე პრე­ტენ­ზი­ე­ბი მაქვს. ასე­ვე ვე­უბ­ნე­ბი დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნოს, სწო­რად იკ­ვე­ბოს, ვერ ხვდე­ბა, რომ ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა მ­ხრივ, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ გვაქვს. და­დის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, სა­დაც ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი მი­დის და სულ ვიცი, რას აკე­თებს. თა­ვა­დაც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბა სად არის, ტე­ლე­ფო­ნი თუ და­უჯ­და, სხვის­გან მწერს მე­სიჯს.

ჰო­როს­კო­პით ლო­მია და ლი­დე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, თან ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და ჰგო­ნია, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხში­რად მოჰ­ყავს ჩვენ­თან მისი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლას ვიც­ნობ და ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან. მე და დე­და­ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ნა­ტა­ლი­ას.

- რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლას. რას გეგ­მავს სა­მო­მავ­ლოდ?

- სკო­ლას როცა და­ამ­თავ­რებს, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის სას­წავ­ლებ­ლად. თუმ­ცა, რაზე ჩა­ა­ბა­რებს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მე უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ჩემი პრო­ფე­სი­ით ერთი სა­ა­თიც არ მი­მუ­შა­ვია, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი 20 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დაქვრივ­და. ლიზი ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის გაზ­რდა­ში ვე­რი­კოს დე­დამ­თი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

- ლიზა თი­ნე­ი­ჯე­რია, რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვე­ბი და მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტი ჯერ არ გვქო­ნია. რა­ღაც პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლად იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ახლა დამ­შვიდ­და. თვი­თონ­ვე აღი­ა­რა ცუ­დად რომ იქ­ცე­ო­და. ყვე­ლა­ფერ­ზე ვკა­მა­თობთ. რა­მეს როცა ვე­ტყვი, ჯერ მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ზუს­ტად ისე აკე­თებს, რო­გორც მე ვე­უბ­ნე­ბი. ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი ჩვე­ვია.

- ბი­ჭებს ეპ­რან­ჭე­ბა უკვე?

- ბი­ჭე­ბის ამ­ბავ­ში მე მგავს, სა­ნამ არ გავ­თხოვ­დი ბი­ჭის­კენ არც გა­მი­ხე­დია. არ იპ­რან­ჭე­ბა სა­ერ­თოდ. ძა­ლი­ან მგავს, სა­ერ­თო ჯამ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მისი პი­რა­დი ფე­ის­ბუ­ქის ან ტე­ლე­ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, არ ვარ ის მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვი­ლის მე­სი­ჯებს აზის. მე ყო­ველ­თვის ვიცი, სად არის, ვის­თან მე­გობ­რობს და ა.შ. ისიც იც­ნობს ჩემს მე­გობ­რებს, ხში­რად დავ­დი­ვართ ერ­თად და როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან, ძი­ლის ბოლო წვე­თამ­დე ჩემ­თან ერ­თად ზის და გვის­მენს.

მომ­ღე­რალ ნინო ჩხე­ი­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავს. მა­რი­კო თით­ქმის ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარს, რად­გან მისი სიმ­ღე­რა „გზა­ზე მი­დის კურ­დღე­ლი“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. გო­გო­ნა უკვე თი­ნე­ი­ჯე­რია და მის რთულ ხა­სი­ათს ძი­რი­თა­დად დედა - ნინო ჩხე­ი­ძე უმკლავ­დე­ბა, რად­გან მამა ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

- მა­რი­კო პრობ­ლე­მუ­რი ბავ­შვი არ არის, თუმ­ცა, თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. ძა­ლი­ან ჰგავს თი­ნე­ი­ჯერ ნინო ჩხე­ი­ძეს. რო­გორც მე მიყ­ვარ­და პრან­ჭვა, ისე უყ­ვარს მა­რი­კო­საც. მეც დამ­ჯე­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მა­რი­კოც ასე არის. ერ­თა­დერ­თი, რაც ცოტა უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, არის მისი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა. უც­ნა­ურ რა­ღა­ცე­ებს უს­მენს. განაგრძეთ კითხვა:
ბეჭდვა