13 ივლისი, 2018
+40 ტოპ 5 ქართველი ქალი, ვის სილამაზესაც დრო ვერ შლის
“ELLE”-ს მიერ გამოქვეყნებულმა 54 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა კვლავ ტრიუმფალური ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია სექსსიმბოლო. მსოფლიო აღფრთოვანებულია იტალიელი მსახიობის უბერებელი სილამაზით. reitingi.ambebi.ge გთავაზობთ ქართველი ქალების ხუთეულს, რომელთა სილამაზეს დრო ისევე ვერ შლის, როგორც მონიკა ბელუჩის სილამაზეს.

1. ია ფარულავა

მსახიობი 51 წლისაა და კვლავ თვალის მომჭრელად გამოიყურება. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. ია ფარულავამ „ნანუკას შოუში“ წამყვანს კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა სილამაზის შენარჩუნებას 50 წლის ასაკში, უპასუხა: "ეს შენ ამბობ, რომ 50 წლის ვარ,
მე კი ვამბობ, რომ ვარ 39 წლის. მე 39 წლის ვარ და შემდეგი 100 წელი ასაკი არ მომემატება"...




2. სოფო თავართქილაძე

რეზი არველაძის მეუღლის, თეონა თავართქილაძის დაა, ის ფეხბურთის ფედერაციაში იყო დასაქმებული. სოფოს აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, დრო გადის, მისი სილამაზე კი უცვლელი რჩება.

Rating
Rating

3. მაკა ასათიანი
ლეგენდარულად ლამაზი, მომხიბლავი და ეშხიანი ქალია. საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს უკვე რახანია ღირსეულად ატარებს და დრო ვერაფერს აკლებს.



4. დალი ჩიტალაძე

ყველას აინტერესებს, როგორ ახერხებს, გამოიყურებოდეს მუდმივად ბრწყინვალედ. ერთ-ერთ ინტერვიუში დალიმ სილამაზის ფორმულაზე ისაუბრა, მან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ინერვიულონ და ბევრი ივარჯიშონ.


5. ლეილა ყიფიანი
უფრო მეტი, ვიდრე უბერებელი სილამაზე - აქ საქმე უკვდავ სილამაზესთან გვაქვს. ცისფერთვალება გოგონა, რომელმაც ნოდარ დუმბაძის ხატია გააცოცხლა, ყოველთვის დარჩება ქართული სილამაზის სიმბოლოდ.
Rating
Rating
მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა