03 ივლისი, 2018
"ქმარი მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს" - სოფო ბედიას ინტერვიუ, რომლის გამოც სოც-ქსელში დასცინიან
მომღერალი სოფო ბედია ორსულადაა, მართალია ამ სიახლის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო, მაგრამ სანამ ბავშვის სქესი არ გაიგო, მანამდე არ გაამხილა.

ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ხუთი წლის ოცნება აუსრულდა. ისინი ნანატრ ვაჟს ელოდებიან.

სოფომ ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა, სოც-ქსელში ბედიას ინტერვიუს სათაურის გამო დასცინიან. გთავაზობთ ფრაგმენტს სოფო ბედიას ინტერვიუდან. 

- მიშა განებივრებს ორსულ ცოლს?


- ძალიან ყურადღებიანი გახდა. ღამე მაღვიძებს, მუცელზე მეფერება და მიყურადებს. მოკლედ, მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს. სულ მეკითხება: ჭამე?
დაიღალე? რამე გინდა?...

Rating

საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი შვილის გულისცემას მუცელშივე გრძნობს. მიშასთვის ეს პირველი შვილია, მე კი, 9 წლის ნიკუშა მყავს. 

ექოსკოპიაზე რომ მივედით, ბავშვის სქესის გასაგებად, ჩემზე მეტად მიშა განიცდიდა და რომ გავიგეთ, ეგრევე დაწერა სოციალურ ქსელში - ბიჭის მამა ვხდები. თუმცა, ხუთი გოგო რომ მყოლოდა იგივე განცდა მექნებოდაო. 

არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მიშა გოგოს მოლოდინში ვიყავით და ბავშვმა "ინსტრუმენტი" რომ დაგვანახა თვალები დავჭყიტეთ, კიდევ არ გვჯერა.
ბეჭდვა