17 მაისი, 2018
ვის უმზადებს პარლამენტი ქართლის დედის წოდებას (ფოტო)
უმრავლესობის დეპუტატი, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის ,,ქართლის დედის" სტატუსის მინიჭებას ითხოვს. საუბარია იმ დედებზე, რომლებიც შვილებს ქართული ცნობიერებით აღზრდიან და მისი არც ერთი შვილი არ იქნება ნასამართლევი. დეპუტატის მოსაზრებით, ქართლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის დედას მიენიჭოს.

,,ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ ქალბატონს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელიც ქართული ცნობიერებით გაზრდის შვილებს, რომლებიც არ იქნებიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნამყოფი. ეს განსაკუთრებული დამსახურებაა ქვეყნის წინაშე და ამგვარ დედებს უნდა მიეცეთ ეს მაღალი
სტატუსი ", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ქართველ სელებრითებში ბევრ ისეთ ადამიანს შეხვდებით, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს, თუმცა, მრავალშვილიანი დედობის სტატუსის პერსპექტივა ამ ეტაპზე რამდენიმეს აქვს.

ერთად გადავავლოთ თვალი, ვის აქვს შანსი "ქართლის დედა" გახდეს.

ნინო ლეჟავა - მსახიობი - ჰყავს 4 შვილი

Rating

მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე 5 შვილის დედაა -ჰყავს 2 ვაჟი და სამი ქალიშვილი

Rating


ნუნუკა თამაზაშვილი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე - ჰყავს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი

Rating


სალომე გოგიაშვილი - ჟურნალისტი - ჰყავს ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი

Rating


ნინო ცქიტიშვილი - მოდელი - ჰყავს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი

Rating


ეკატერინე ხვედელიძე - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე - ჰყავს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი


Rating
ბეჭდვა