22 იანვარი, 2018
ცირა კობიაშვილის შეყვარებულს გოგონები აღარ უყვარს
ცირა კობიაშვილის თქმით, მის შეყვარებულს ახლა მხოლოდ ერთი გოგო უყვარს და ეს გოგო მომღერალია. ამის შესახებ, ცირამ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ცირას რჩეული ფეხბურთელი გიორგი ოთარიშვილი.

- დაოჯახებას ხომ არ გეგმავთ?
- ჯერ არანაირად. ახლა ორივეს სხვა გეგმები გვაქვს. არ ვართ იმ ეტაპზე, ოჯახი შევქმნათ და დამოუკიდებლად ვიცხოვროთ. თავიდან როცა ჩვენი სიყვარულის ამბები ცნობილი გახდა, დიდი ამბები იყო. უამრავი ჭორი მოჰყვა ამ ამბავს.

- არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე, მახსოვს, ამბობდი, გიორგის
გოგოები უყვარდაო...

- კი, გოგოები უყვარდა, მაგრამ ახლა აღარ უყვარს. ახლა მარტო ერთი გოგო უყვარს. თუ ოდესმე ეჭვიანობის მიზეზი გვექნება, დავჯდებით და ვილაპარაკებთ.


ჟურნალი „თბილისელები“



ბეჭდვა