10 იანვარი, 2018
ავადმყოფობის გამო გიორგი მახარაძის ქიმიოთერაპია გადაიდო
მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან დაბრუნდა. ქართველი ექიმების მიერ დასმული დიაგნოზი მან თურქეთში გადაამოწმა და ახლა ქიმიოთერაპიის კურსი საქართველოში უნდა ჩაიტაროს.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ მარიამ ქაცარავა ესაუბრა.

„ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, თურქეთიდან მედიკამენტები წამოიღო. ქიმიოთერაპიის კურსს აქ ჩაიტარებს, რადგან თურქეთში ეს ძალიან ძვირი ჯდება, პერიოდულად კონტროლზე კი იქ ივლის.
უკვე უნდა დაეწყო მკურნალობა, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს”, – ამბობს მარიამი.


ჟურნალი "სარკე"



ბეჭდვა